გიორგი მდივანი: დასავლურმა ბანკებმა 2023 წელს რუსეთის ხაზინაში 800 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები გადაიხადეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ომამდელი მაჩვენებელი - ამ ამბავს მხოლოდ ერთი მორალი გააჩნია, „ფულს სუნი არ ასდის”
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 25 მაისი 2024, 11:33

დასავლურმა ბანკებმა 2023 წელს რუსეთის ხაზინაში 800 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები გადაიხადეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ომამდელი მაჩვენებელი, 2021 წელს, - ამის შესახებ ჟურნალისტი, გიორგი მდივანი, სოციალურ ქსელში წერს.

იგი აქვეყნებს დიაგრამას და აღნიშნავს, რომ აქტივების მიხედვით 7 უმსხვილესი ევროპული ბანკი რუსეთში 3 მლრდ ევროზე მეტ მოგებას იტყობინებოდა 2023 წელს, რაც 2021 წელზე 3-ჯერ მეტია.

„დასავლურმა ბანკებმა 2023 წელს რუსეთის ხაზინაში 800 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები გადაიხადეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ომამდელი მაჩვენებელი, 2021 წელს.

აქტივების მიხედვით 7 უმსხვილესი ევროპული ბანკი რუსეთში — Raiffeisen Bank International, UniCredit, ING, Commerzbank, Deutsche Bank, Intesa Sanpaolo и OTP — 3 მლრდ ევროზე მეტ მოგებას იტყობინებოდა 2023 წელს.

ეს 3-ჯერ მეტია, ვიდრე 2021 წელს.

ამ ამბავს მხოლოდ ერთი მორალი გააჩნია - „ფულს სუნი არ ასდის”.” - წერს გიორგი მდივანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი