დავით ბერიძე: საქართველოს დერეფანი სჭირდება ევროპას, ჩინეთს, თურქეთს, შუა აზიას, აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთს, ირანს, ინდოეთს - არ სჭირდება ამერიკას, საქართველოს გავლით მას არაფერი არ გააქვს აზიაში, პირიქით არ უნდა, ამით შეუსუსტდება გავლენა ევროპაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
90 25 მაისი 2024, 11:24
ქვეყნის სტაბილურობის გარანტი არაა სამხედრო გზა, ჩვენ ვერ დავამარცხებთ ვერც სამხრეთელ და ვერც ჩრდილოელ მეზობელს ომში. ერთადერთი გარანტი სტაბილურობის და უსაფრთხოების ეს არის რაც შეიძლება მეტი ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი და არ წარმოადგენდე მისთვის საშიშროებას. შვეიცარიის კავკასიური ვარიანტი. არავინ არ მოჭრის იმ ტოტს რომელზეც ზის.... მთავარია არ დაირღვეს ბალანსი, არც ერთი ქვეყანა არ დაუშვებს აქ ვინმეს დომინირებას. რუსეთი ამერიკის დომინირებას, ამერიკა რუსეთის.... არც თურქეთი დაუშვებს აქ რუსეთის შემოსვლას და პირიქით... ან ყველასი ან არავისი ეს იქნება მომავალი რეალობა, - წერს დავით ბერიძე.
ბერიძის თქმით, საქართველოს დერეფანი სჭირდება ევროპას, ჩინეთს, თურქეთს, შუა აზიას, აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთს, ირანს, ინდოეთს. ერთადერთი ვისაც არ სჭირდება ეს არის ამერიკა, საქართველოს გავლით მას არაფერი არ გააქვს აზიაში და ვერც სხვა რამეში ვერ გამოიყენებს, ეს დერეფანი არათუ არ სჭირდება პირიქით არ უნდა, ამით შეუსუსტდება გავლენა ევროპაზე.
„ჩინურმა სატვირთო ავტომობილებმა ევროპაში ტვირთის სატრანზიტო გადაზიდვა საქართველოს გავლით დაიწყეს....
ამერიკა ევროპის დასანქცირებას ერიდება, ჩინეთს ვერაფერს უშვება.... გამოსავალი არის დაკეტოს ეს დერეფანი. საქართველოს დერეფანი სჭირდება ევროპას, ჩინეთს, თურქეთს, შუა აზიას, აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთს, ირანს, ინდოეთს.... ერთადერთი ვისაც არ სჭირდება ეს არის ამერიკა, საქართველოს გავლით მას არაფერი არ გააქვს აზიაში და ვერც სხვა რამეში ვერ გამოიყენებს.... საქართველოზე გადის ბაქო ჯეიჰანის ნავთობსადენი, გაზსადენი ევროპას გაჰყავს კაბელი საქართველოს გავლით თურქმენეთი გეგმავს ნავთობსადენის გაყვანას რათა მიაწოდოს ნავთობი ევროპას ირანი აშენებს რკინიგზას აზერბაიჯანზე, რომლის საშუალებით ტვირთები ირანიდან წავა აზერის გავლით რუსეთში, საქართველოს გავლით ევროპაში. ამ რკინიგზისთვის სულ ახლახანს ინდოეთმა გააფორმა ხელშეკრულება ირანთან და იწყებს ირანის პორტის მოდერნიზებას, რომ ისარგებლოს ამ რკინიგზის ევროპული მარშრუტით.
არც ერთ ამ პროექტში ამერიკა არაა, ევროპისგან განსხვავებით მას ეს დერეფანი არათუ არ სჭირდება პირიქით არ უნდა, ამით შეუსუსტდება გავლენა ევროპაზე.... ეს ერთ-ერთი მიზეზია იმის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში ქვეყნის სტაბილურობის გარანტი არაა სამხედრო გზა, ჩვენ ვერ დავამარცხებთ ვერც სამხრეთელ და ვერც ჩრდილოელ მეზობელს ომში. ერთადერთი გარანტი სტაბილურობის და უსაფრთხოების ეს არის რაც შეიძლება მეტი ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი და არ წარმოადგენდე მისთვის საშიშროებას. შვეიცარიის კავკასიური ვარიანტი. არავინ არ მოჭრის იმ ტოტს რომელზეც ზის.... მთავარია არ დაირღვეს ბალანსი, არც ერთი ქვეყანა არ დაუშვებს აქ ვინმეს დომინირებას. რუსეთი ამერიკის დომინირებას, ამერიკა რუსეთის.... არც თურქეთი დაუშვებს აქ რუსეთის შემოსვლას და პირიქით... ან ყველასი ან არავისი ეს იქნება მომავალი რეალობა“, - წერს დავით ბერიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი