მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: შეხედეთ ამ უჯიშოთა ჯიშის წარმომადგენლებს, რა დღეში არიან სანქციებთან დაკავშირებით! ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რად უღირდათ სამშობლო?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 24 მაისი 2024, 15:51

შეხედეთ ამ უჯიშოთა ჯიშის წარმომადგენლებს, რა დღეში არიან სანქციებთან დაკავშირებით! ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რად უღირდათ სამშობლო?! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი, მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.

ყაველაშვილის თქმით, ყველაფერი გასაგები და ნათელია საქართველოს მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო და არჩევანი მარტივია: საქართველო პირადი კეთილდღეობის საპირწონედ.

„მადლობა ბლინკენს!
სრული ლუსტრაცია!

შეხედეთ ამ უჯიშოთა ჯიშის წარმომადგენლებს, რა დღეში არიან სანქციებთან დაკავშირებით! ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რად უღირდათ სამშობლო?! მათ მიერ გაყიდული და დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი გმირი მეომრების ბრძოლის ველზე მიტოვება, რეზოლუციაზე ხელის მოწერა, სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა, 300 000 ათას პრობაციონერი, ქუჩაში ჩახოცილი ახალგაზრდები, ნაწამები და გაუპატიურებული ქართველები, ბიზნესის წართმევები, მედიის დარბევები და ტერორი, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება, გაყიდული ჯარი! ეს ყველაფერი კეთდებოდა მათი მხარდამჭერით, ვინც ჩვენ, საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და მისი უსაფრთხოების დაცვის გამო სანქციებს გვიწესებს.

მგონი, ყველაფერი გასაგები და ნათელია საქართველოს მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო. არჩევანი მარტივია: საქართველო პირადი კეთილდღეობის საპირწონედ!“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი