87
23 მაისი 2024, 18:26
ამაზე მეტი რაღა უნდა იკადრონ, როდესაც პრემიერ-მინისტრს მოქმედი ევროკომისარი, სლოვაკეთის ლიდერის ბედის გაზიარებით ემუქრება?! ყველანაირი ზღვარი და ჩარჩო მოშალეს ამ ნაძირალებმა! - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პრემიერ-მინისტრის მისამართით ერთ-ერთი ევროკომისრის მიერ სატელეფონო საუბრისას გაჟღერებულ მუქარას.
მისი განცხადებით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს ტყუილად არ დაუბარებია, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ბრიუსელს ეკუთვნის, ამიტომაც აძლევენ თავს უფლებას, სუვერენული სახელმწიფოს მეთაური სიცოცხლის მოსპობით დააშანტაჟონ.
"ამაზე მეტი რაღა უნდა იკადრონ, როდესაც პრემიერ-მინისტრს მოქმედი ევროკომისარი, სლოვაკეთის ლიდერის ბედის გაზიარებით ემუქრება?!
ყველანაირი ზღვარი და ჩარჩო მოშალეს ამ ნაძირალებმა!
აკი, ტყუილად არ დაუბარებია, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ თქვენი სუვერენიტეტი ბრიუსელს ეკუთვნისო?!
შესაბამისად, ყველაფრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს და მათ შორის, სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის შანტაჟს, სიცოცხლის მოსპობის მინიშნებით!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |