გია აბაშიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სწორი ნაბიჯი გადადგა და პრევენციის მიზნით, ევროჩინოსნის ამ ავაზაკური მუქარის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა. ცხადია, რომ საქართველოს დამორჩილების მიზნით, ვერაგი გლობალური ომის პარტია უკადრებელსაც იკადრებს ყოყმანის გარეშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 23 მაისი 2024, 18:04
ცხადზე ცხადია, რომ საქართველოს დამორჩილების მიზნით, ვერაგი გლობალური ომის პარტია უკადრებელსაც იკადრებს ყოყმანის გარეშე, თუმცა მედგარ, ერთიან ქართველ ერს, ეს ბინძური ძალა ვერაფერს დააკლებს, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარა, „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“". 

ანალიტიკოსის თქმით, სლოვაკეთის მთავრობის მეთაურზე თავდასხმამ ევროპის საჯარო სივრცეში მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ მიუღებელი ძალადობრივი ქმედებები კონტინენტის გამაოგნებელ პოლიტიკურ დღის წესრიგად იქცა.

„წარმოუდგენელი რეალობაა, რომ 21-ე საუკუნეში, ბრიუსელის ევროკრატებში, ექსტრემიზმია ჩაბუდებული, რაც თავად აღიარა ევროკომისარმა ბორელმა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბრისას. 
სლოვაკეთის მთავრობის მეთაურზე თავდასხმამ ევროპის საჯარო სივრცეში მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ მიუღებელი ძალადობრივი ქმედებები კონტინენტის გამაოგნებელ პოლიტიკურ დღის წესრიგად იქცა. სხვადასხვა მედიაპლატფორმიდან თუ სოცქსელებიდან ისმის სამარცხვინო ფსევდოლიბერალების განცხადებები - "ფიცომ რაც დაიმსახურა, ის მიიღო". 
თუმცა, ამ პათოსს ბრიუსელის ევროკრატიაშიც იზიარებენ. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სწორი ნაბიჯი გადადგა და პრევენციის მიზნით, ევროჩინოსნის ამ უკიდურესად ავაზაკური მუქარის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა.
ცხადზე ცხადია, რომ საქართველოს დამორჩილების მიზნით, ვერაგი გლობალური ომის პარტია უკადრებელსაც იკადრებს ყოყმანის გარეშე, თუმცა მედგარ, ერთიან ქართველ ერს, ეს ბინძური ძალა ვერაფერს დააკლებს“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი