შალვა პაპუაშვილი: მათ, ვინც „თავისუფლება მიშას“ კამპანია წამოიწყეს, ასევე გამოიგონეს „რუსული კანონის“ კამპანიაც - სამწუხაროა, რომ არასოდეს მოგვისმენია ბოდიშის სიტყვები ქართული სასამართლოს სახელის უსამართლო გატეხვისათვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 23 მაისი 2024, 15:12

მრავალი წელია, ზოგიერთი უცხოელი „პარტნიორი“ და მათი ქართველი „მოკავშირე“ ქართული მართლმსაჯულების სახელის გატეხვის კამპანიას აწარმოებს. მათი შეტევები, ქართული მართლმსაჯულების, მთავრობისა და ქართული სახელმწიფოს საფუძვლების ლეგიტიმურობის შერყევას ისახავს მიზნად,’’ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ არასოდეს მოგვისმენია ბოდიშის სიტყვები ქართული სასამართლოს სახელის უსამართლო გატეხვისათვის.

მისი თქმით, საბედნიეროდ, საქართველოს მთავრობასა და სასამართლოს აქვს თავდაცვის ყველაზე მძლავრი იარაღი - სიმართლე, რომელიც გვიან, მაგრამ აუცილებლად იმარჯვებს.

,,მრავალი წელია, ზოგიერთი უცხოელი „პარტნიორი“ და მათი ქართველი „მოკავშირე“ ქართული მართლმსაჯულების სახელის გატეხვის კამპანიას აწარმოებს. მათი შეტევები, ქართული მართლმსაჯულების, მთავრობისა და ქართული სახელმწიფოს საფუძვლების ლეგიტიმურობის შერყევას ისახავს მიზნად.

თუმცა, უკვე მერამდენედ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. დღეს შევიტყვეთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ „არ არსებობს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოების სამართლიანობაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ“. ეს გადაწყვეტილება ორ საქმეს მოიცავს, რომლებიც შეეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეებს, რომლებისთვისაც სააკაშვილი სამართლიან სასჯელს იხდის ციხის კლინიკაში.

თითოეულ შემთხვევაში, როდესაც კოლექტიური კატილინები თავდასხმებით ცდილობდნენ სახელი გაეტეხათ ქართული მართლმსაჯულებისათვის (იქნებოდა ეს რუსთავი 2-ის, ნიკა მელიას დაპატიმრების, სტრასბურგის სასამართლოდან სააკაშვილის მიერ თავისივე სარჩელის უკან გამოხმობის და ყოველი სხვა „პოლიტიკურად მოტივირებული“ საქმის შემთხვევა), სტრასბურგის სასამართლო ქართულ სასამართლოს ამართლებდა. უწყვეტი თავდასხმები, თითქმის მთელი ათწლეულის განმავლობაში, მიზნად ისახავდა ქართული მართლმსაჯულების სახელის შელახვას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ეს მცდელობა ტყუილში იქნა მხილებული.

მათ, ვინც „თავისუფლება მიშას“ კამპანია წამოიწყეს, ასევე გამოიგონეს „რუსული კანონის“ კამპანიაც.
სამწუხაროა, რომ არასოდეს მოგვისმენია ბოდიშის სიტყვები ქართული სასამართლოს სახელის უსამართლო გატეხვისათვის. ევროპული პარლამენტის რეზოლუციები, უცხოელი დიპლომატების დემარშები, ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსების, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნების ძალისხმევა, სანქციებისკენ მოწოდებები არასოდეს დასრულებულა პასუხისმგებლობის აღებით ტყუილების, ცილისწამებისა და დეზინფორმაციისათვის. უფრო უარესიც, უსაფუძვლო კრიტიკის ტალღებს ექოსავით ყვებოდნენ უცხოეთიდან დაფინანსებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ შორის კოორდინაცია გვიჩვენებს, თუ რა სქემით ხორციელდებოდა უცხოური გავლენა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და სტაბილურობას, და რომელიც მეტ გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ზედამხედველობას მოითხოვს.
საბედნიეროდ, საქართველოს მთავრობასა და სასამართლოს აქვს თავდაცვის ყველაზე მძლავრი იარაღი - სიმართლე, რომელიც გვიან, მაგრამ აუცილებლად იმარჯვებს.

დგება საკითხი, სიმართლის გამოვლინების კვალდაკვალ, კიდევ რამდენ ხანს აპირებენ ქართველი ხალხის მოთმინების გამოცდას?’’ - წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი