ნინო წილოსანი: ყველაზე დიდი „კომპრომატი” სალომე ქურასბედიანს იცით რა უპოვეს? ელისაშვილი მდინარაძეს ვირთხასავით რომ დაესხა თავს, ბუჩუკური ცდილობდა მდინარაძის სახე ახლოდან გადაეღო, სალომემ ბუჩუკურის ეს ამორალური ქმედება შეწყვიტა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 22 მაისი 2024, 17:33

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სალომე ქურასბედიანის ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება.

მისი თქმით, ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ შეაწყვეტინა სალომე ქურასბედიანმა, პარტია "საქართველოსთვის" წევრს, ანა ბუჩუკურს მცდელობა, ალეკო ელისაშვილის თავდასხმის შემდეგ, მამუკა მდინარაძის სახე ახლოდან გადაეღო.

„ყველაზე დიდი „კომპრომატი” სალომე ქურასბედიანს იცით რა უპოვეს?
ელისაშვილი უმრავლესობის ლიდერს ვირთხასავით რომ მიეპარა და თავს დაესხა, მაგ მომენტიდან რამდენიმე წამში ანა ბუჩუკური მიადგა ბედნიერი გამომეტყველებით მამუკა მდინარაძეს და ცდილობდა მისი სახე ახლოდან, ტელეფონის კამერით გადაეღო. რისი დაფიქსირება უნდოდა კაცმა არ იცის. გაოგნებისგან და სიბრაზისგან გაგიჟებული კაცის გინებას იღებდა თუ იქნებ სახეზე რამე კვალი დასტყობოდა, ამაზე პასუხი არ მაქვს. მოკლედ, იმის ნაცვლად, რომ დაეგმო, დაინტერესებულიყო, სერიოზული დაზიანება ხომ არ მიიღო და ა. შ. ამაზრზენად იქცეოდა, სახეზე ძალიან ახლოს უღებდა თავდასხმის ობიექტს და ამ დროს გამოსტაცა ხელიდან ტელეფონი სალომემ და აბსოლუტურად სწორად შეწყვიტა ბუჩუკურის ეს უკიდურესად ამორალური ქმედება.
წარმოიდგინეთ, ამ კადრს იყენებენ სალომეს საწინააღმდეგოდ ეს მართლა ფაშისტები." - წერს ნინო წილოსანი

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი