რატი იონათამიშვილი: „ნაცებს“ ქვეყნის ასარევად რომ აღარაფერი დარჩათ, მორიგ უზნეო პროპაგანდაზე გადავიდნენ, ამერიკელებს „ქართული ოცნების“ ხალხზე კომპრომატები აქვთო, იმუქრებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 22 მაისი 2024, 16:05

ნაცებს, ქვეყნის ასარევად მეტი რომ აღარაფერი დარჩათ, მორიგ უზნეო პროპაგანდაზე გადავიდნენ - ამერიკელებს „ქართული ოცნების“ ხალხზე კომპრომატები აქვთო და ამით იმუქრებიან, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, უჩა აბაშიძის მორალის ხალხი, კასრის სინდრომისგან ვერ გათავისუფლდა, რაც დიაგნოზია და ოპონენტების სასოწარკვეთილებაზე მეტყველებს.

„ნაცებს, ქვეყნის ასარევად მეტი რომ აღარაფერი დარჩათ, მორიგ უზნეო პროპაგანდაზე გადავიდნენ - ამერიკელებს “ქართული ოცნების” ხალხზე კომპრომატები აქვთო და ამით იმუქრებიან. უჩა აბაშიძის მორალის ხალხი კასრის სინდრომისგან რომ ვერ გათავისუფლდა, ეს უკვე დიაგნოზია, მაგრამ საინფორმაციო გამოშვებებს ამით იწყებენ და სოცქსელებშიც სტატუსს სტატუსზე წერენ. ანუ, იმედი აქვთ, რომ ვაშინგტონში არსებობს კასრები, სადაც ჩვენზე კომპრომატები ინახება, რომელსაც გამოგვიქვეყნებენ და ჩამოგვშლიან. მე მაინც მგონია, რომ სასოწარკვეთილებისგან გაგიჟდნენ“, - წერს იონათამიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი