97
22 მაისი 2024, 14:07
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩართვას სასამართლოდან სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, „გამჭვირვალობის კანონზე“ ატეხილი აჟიოტაჟი რადიკალურმა ოპოზიციამ გადაიტანა არჩევნებზე, სადაც იციან, რომ მძიმედ დამარცხდებიან და ამაში ყველა დარწმუნდებოდა, ვინც დღეს ყოფილ პრეზიდენტს მოუსმინა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, გამჭვირვალობის კანონზე ატეხილი აჟიოტაჟი რადიკალურმა ოპოზიციამ გადაიტანა არჩევნებზე, სადაც იციან რომ მძიმედ დამარცხდებიან. ამაში ყველა დარწმუნდებოდა, ვინც დღეს მორიგ ჯერზე "რევოლუციურ ფსიქოზში" ჩავარდნილ "ვივა-მედის" პაციენტის მორიგ მდარე შოუს უყურა, - წერს ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |