გია აბაშიძე: „გლობალურმა ომის პარტიამ", თუ ამის თავი აქვს, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე ზეწოლა მოახდინოს პოლონეთზე, ნორვეგიაზე, ფინეთზე, ბალტიის ქვეყნებზე და შეეშვან სუვერენულ საქართველოს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
97 22 მაისი 2024, 13:43

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც საქართველოში ომის დაწყებით დაინტერესებულ აქტორებს მიმართა, თავიანთ ქვეყანაში გამართონ ომი და მოაწყონ მეორე ფრონტი, საქართველოს კი, რომელსაც მშვიდობა, მეგობრები და პარტნიორები სჭირდება - შეეშვან.

აბაშიძის თქმით, კავკასიის ფართო რეგიონს შურს მშვიდობა და განვითარება, რაც ნებისმიერი კონფლიქტის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა, „გლობალური ომის პარტიამ" კი, სხვა ქვეყნებზე მოახდინოს ზეწოლა მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე.

„გლობალურმა ომის პარტიამ", თუ ამის თავი აქვს, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე ზეწოლა მოახდინოს პოლონეთზე, ნორვეგიაზე, ფინეთზე, ბალტიის ქვეყნებზე და შეეშვან სუვერენულ და დამოუკიდებელ საქართველოს! საქართველოს, სამხრეთ კავკასიასა და ფართო რეგიონს სურს მშვიდობა, სტაბილური განვითარება, რაც ნებისმიერი კონფლიქტის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა." - წერს ანალიტიკოსი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი