თაკო ჩარკვიანი - ხაზარაძემ პირდაპირ თითის ქნევით დაიწყო აქციიდან, ნაღდად ყველამ ვიცით, ვინ არის „ჯანსაღი“ მევახშე მამუკა „არაჯანსაღი“ ამბიციებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
97 22 მაისი 2024, 10:08

ხაზარაძემ პირდაპირ თითის ქნევით დაიწყო აქციიდან, ნაღდად ყველამ ვიცით, ვინ არის „ჯანსაღი“ მევახშე მამუკა „არაჯანსაღი“ ამბიციებით, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

ჩარკვიანი ეხმაურება პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, რომელიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“.

ჩარკვიანის შეფასებით, ხაზარაძეს 600 ათასამდე დასავლური ვექტორის მომხრე ამომრჩევლის უგულებელყოფა სურს.

„„ჯანსაღი ძალები უნდა გავერთიანდეთ „ნაცმოძრაობის“ გარეშე“, ანუ მეო, ხაზარაძემ, ანუ ჯანსაღი ძალა მე ვარო, ჰოდა, რა ვიცი, ასე არ ფიქრობს ბევრი, თორემ არ მიარჭობდნენ შუბლზე (აქციაზე) „მწვანე ლაზერის წკიპურტს“.

ვახ, არ დაგვღალეს ამ „ჯანსაღმა“ ოლიგარქებმა არაჯანსაღი ამბიციებით და ფანტაზიებით…….

ამ კაცს უთხრას ვინმემ, რომ ჯანსაღი ძალები ქუჩაში დგანან და ეს ჯანსაღი ძალა – ახალგაზრდები არიან, რომელთა მშობლების (უმეტესი) ნაწილი ამ ხაზარაძის მაგვარი „არაჯანსაღი“ ოლიგარქების გამო ქვეყნიდან არიან გადახვეწილები ემიგრაციაში (მევახშეური პროცენტით დაქცეული სიცოცხლის გამო). საქართველოს რუსეთი ანექსიას უპირებს და ეს მევახშე აცხადებს – „უმსხვილესი დასავლური ვექტორის პარტიის გარეშე გავერთიანდეთო“, ანუ 600 ათას კაცამდე დასავლური ვექტორის მომხრე ამომრჩევლის უგულებელყოფა სურს ამ გაგანია ომში, ბრძოლაში. ეუჰ, „მაგარია“.

რაცხა ნამეტანი „ჯანსაღია“ ეს „არაჯანსაღი“ ოლიგარქი. მეშინია, ბიძინას არ გადაუჯოკროს, ის უფრო ცბიერად, შეპარულად იწყებდა, მოგვატყუა ყველაფერი და შემოგვაპარა, ამან, ხაზარაძემ, პირდაპირ თითის ქნევით დაიწყო აქციიდან! აქ ახლა ნაღდად ყველამ ვიცით, ვინ არის „ჯანსაღი“ მევახშე მამუკა, „არაჯანსაღი“ ამბიციებით!“, – წერს ჩარკვიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი