მაია ბითაძე: ყოველდღე ვფიქრობ, სადამდე მივა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, აქტივის და ჟურნალისტების ზიზღი და აგრესია. სავარაუდოდ, საკონცენტრაციო ბანაკებსაც სიამოვნებით შექმნიდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
115 21 მაისი 2024, 23:56

ყოველდღე ვფიქრობ, სადამდე მივა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, აქტივის და ჟურნალისტების ზიზღი და აგრესია. სავარაუდოდ, საკონცენტრაციო ბანაკებსაც შექმნიდნენ სიამოვნებით. სალომე ქურასბედიანს ესხმიან თავს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ახალი დეპუტატია ამ მოწვევის და არის უმაგრესი და უნიჭიერესი გოგო!, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბითაძე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ წიწკნის თმას „ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა „ქართული ოცნების" დეპუტატ მარიამ ლაშხს და სვამს კითხვას - რამდენად სამართლიანია და დემოკრატიული მსგავსი ფიზიკური ძალადობა.

„ყოველდღე ვფიქრობ სადამდე მივა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, აქტივის და ჟურნალისტების ზიზღი და აგრესია. სავარაუდოდ, საკონცენტრაციო ბანაკებსაც შექმნიდნენ სიამოვნებით. სალომე ქურასბედიანს ესხმიან თავს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ახალი დეპუტატია ამ მოწვევის და არის უმაგრესი და უნიჭიერესი გოგო! რომელიც რამდენიმე წელი ჩემი კომიტეტის აპარატის უფროსი იყო. არც ბრიფინგის ტექსტს უსმენენ! საერთოდ არ აინტერესებს რას ამბობს ვენეციის კომისიის დასკვნაზე! არა, მთავარია აგრესიულები იყვნენ! სამარცხვინოა!

ამ ძალადობაზე რას იტყვით? სამართლიანო ქალბატონებო? ეს კარგია ხომ? დემოკრატიულია სავარაუდოდ.

P.S. კადრს მიღმა უარესები იკადრეს..“, - წერს მაია ბითაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი