თამთა მეგრელიშვილი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე დღეს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დაუსაბუთებელი შენიშვნები, იმეორებს ვეტოობანას თამაშს აყოლილი სალომე ზურაბიშვილის ხელწერას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 21 მაისი 2024, 23:23

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე დღეს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დაუსაბუთებელი შენიშვნები, იმეორებს ვეტოობანას თამაშს აყოლილი სალომე ზურაბიშვილის ხელწერას, რაც ცხადყოფს, რომ ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ერთი ხელწერით მოქმედებენ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილის თქმით, გამოქვეყნებულ დოკუმენტში პროფესიული მსჯელობის ნაცვლად ურთიერთსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი მსჯელობაა, ასევე ადგილი აქვს ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკურ ინტერესებს ღიად და დაუფარავად ამხელს.

„ვენეციის კომისიის პლატფორმა დღეს მიკერძოების მაღალი ხარისხით გამოყენებულ იქნა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შესაფასებლად.გამოქვეყნებულ დოკუმენტში პროფესიული მსჯელობის ნაცვლად ურთიერთსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელ მსჯელობაა, ასევე ადგილი აქვს ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკურ ინტერესებს ღიად და დაუფარავად ამხელს. სამწუხაროდ, პოლიტიკური მიკერძოება, თან ამ ხარისხში, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც ახლა, ასევე სამომავლოდ, ვენეციის კომისიისადმი ნდობას და მის მიერ დადებული შეფასებების ობიექტურობას. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე დღეს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დაუსაბუთებელი შენიშვნები, იმეორებს ვეტოობანას თამაშს აყოლილი სალომე ზურაბიშვილის ხელწერას, რაც ცხადყოფს, რომ ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ერთი ხელწერით მოქმედებენ. ყველა დონეზე ჩაშლილია დავალება, მოხდეს ახალგაზრდების ქუჩაში გამოყვანა, აკერმანისეული გადამზადებით ახალგაზრდების სახით ფსიქიკური იარაღი-სახელწოდებით "ამბოხებულების ისტერია" უკვე შექმნილია და ყველა ფერადი რევოლუციის მისაღწევად მოქმედებს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი