ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც გამოცემა Politico-ს ინფორმაციაზე თქვა: “სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ნიშნავს უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას მუქარის გარეშე, გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა მიუღებელია.”
ანალიტიკოსის განცხადებით, პარტნიორობის ფუძემდებლურ პრინციპებში ულტიმატუმების, დათქმების და შეზღუდვების დაწესება ვერ წაადგება სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას.
“ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს ორმხრივ შეთანხმებას ურთიერთქმედებასა და თანამშრომლობაზე გრძელვადიან საფუძველზე, ორმხრივი ინტერესის მრავალ სფეროში, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს. პარტნიორობა იმ პრინციპთა კრებულიდან გამომდინარე ურთიერთობაა, რომელიც წარმოშობს ნდობას, ურთიერთმიმართ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას.
ამ ფუძემდებლურ პრინციპებში ულტიმატუმების, მუქარის, დათქმების, შეზღუდვების დაწესება ვერანაირად წაადგება სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას, რომელიც წარმოადგენს შეუჩერებელ პროცესს”, - წერს გია აბაშიძე Facebook -ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |