81
20 მაისი 2024, 13:38
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომლის თანახმად, ჩვენ გვჭირდება, ომის ნაცვლად მშვიდობა და სიძულვილის ნაცვლად სიყვარულით გაერთიანება.
მისი განცხადებით, ამ ხელისუფლებამ მშვიდობა დაამკვიდრა ქვეყანაში, ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია, სპორტში ინვესტიციები ჩადო და შედეგებიც შესაბამისია.
"სწორედაც რომ მშვიდობა გვჭირდება ომის ნაცვლად, განვითარება გვჭირდება, მეტი განათლება, მეტი ჯანსაღი ცხოვრება, სპორტში მეტი მიღწევები და გამარჯვება გვჭირდება.
რადიკალურ ოპოზიციას ფული, ბევრი ფული ჭირდება ქვეყნის ასარევად, რევოლუციის მოსაწყობად, მერე ქვეყნის ომში ჩასათრევად... მანამდე კი ამისათვის ყველაფერს აკეთებს, ახალგაზრდებს ატყუებს, სპორტსმენებს აშანტაჟებს, ქვეყნის არც განვითარება და არც წინსვლა არ უხარია.
ამ ხელისუფლებამ მშვიდობა დაამკვიდრა ქვეყანაში, ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია, სპორტში ინვესტიციები ჩადო, შედეგებიც შესაბამისია." - წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |