დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
109 18 მაისი 2024, 22:10
"სპეცოპერაცია "არარუსულკანონს", საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნატა ფერაძის ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებით და ნაცების მესამე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ "გამჭვირვალობის კანონზე" ვეტოს დაჩქარებული წესით დადებით (დავადევიო) - დასრულებულად არის გამოცხადებული," - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის თქმით, ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო საკუთარი პატრონების ფარისევლური წუხილი ერთის მხრივ იმით იყო განპირობებული, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა.

„სპეცოპერაცია "არარუსულკანონს", საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნატა ფერაძის ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებით და ნაცების მესამე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ "გამჭვირვალობის კანონზე" ვეტოს დაჩქარებული წესით დადებით (დავადევიო) - დასრულებულად არის გამოცხადებული.
ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო საკუთარი პატრონების ფარისევლური წუხილი (იქნებ ვეტოში მაინც აისახოს კონსტრუქციული შენიშვნები), ერთის მხრივ იმით იყო განპირობებული, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა.
მეორეს მხრივ, ზურაბიშვილის პატრონებმა უპრიმიტიულესი კომბინაცია გაითამაშეს: "აბა, რანაირი ჩვენი აგენტია, როდესაც ჩვენს შთაგონებებს "იკიდებს" - ხომ ხედავთ, რანაირი დამოუკიდებელი, ჯიუტი და თვითმყოფადი პოლიტიკური ლიდერი გაგიზრდიათ მასთან უსამართლო ბრძოლაში". ყველაფერი გასაგებია - "ჩაგეთვალათ".
ჩვენ კი მხოლოდ მივესალმებით ქართველი კანონმდებლების საქმიანობის ესოდენ მაღალ და წარმომადგენლობით შეფასებას - ეს ხომ რეალურად მაღალი "პილოტაჟია", შექმნა კანონი, რომელიც ერთდროულად: ა) ქვეყნის უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს აძლიერებს, ბ) ქვეყნის ყველა საგარეო და საშინაო "დაუძინებელი მეგობრის" კოშმარულ სიზმრად იქცა და გ) სამართლებრივი თვალსაზრისით იმდენად დახვეწილია, რომ წერტილ-მძიმესაც ვერ უცვლიან...“ - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი