რატი იონათამიშვილი: მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი - ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
100 18 მაისი 2024, 12:15

ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი ფასეულობების დასაცავად გაერთიანდა, - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით წერს.

„საქართველო არის იქ, სადაც ქართულად ლოცულობენ. ეს პოსტულატი ძალიან ღრმად არის გამჯდარი თითოეულ ქართველში, სწორედ ამ იდეას დაეფუძნა ჩვენი ერთიანი სახელმწიფოს იდენტობა და არაფერია იმაზე საამაყო, რომ 12 საუკუნის მერეც ქართველი ხალხი ერთგულია იმ იდეის, რომელსაც გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მაგალითზე გვასწავლიდა.

ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი ფასეულობების დასაცავად გაერთიანდა. ამით ჩვენმა საზოგადოებამ მტკიცე და ღირსეული პასუხი გასცა იმ გარე აქტორებსაც, ვინც, ცოტა ხნის წინ, ჩვენი ეკლესია, ხალხი და ისტორია უდიერად მოიხსენია.

დღეს, მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი - ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვიცავთ ტრადიციულ ფასეულობებს, ვამბობთ რომ ვიცავთ ჩვენს მომავალს.
საქართველო, მიყვარხარ“, - წერს რატი იონათამიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი