ნინო წილოსანი: ტყუილია, თითქოს ფიზიკურ პირს სადმე დარეგისტრირება ევალება. არსად ასეთი ვალდებულება არ ეკისრება. ზოგადად სიტყვა „ფიზიკური პირი” არსად გვიწერია კანონში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 18 მაისი 2024, 11:25

ტყუილია, თითქოს ფიზიკურ პირს სადმე დარეგისტრირება ევალება. არსად ასეთი ვალდებულება არ ეკისრება. ზოგადად სიტყვა “ფიზიკური პირი” არსად გვიწერია კანონში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი Facebook-ზე წერს.


„ამ სახედაკარგულ ოპოზიციაზე და ვითომ ექსპერტებზე უკვე ვეღარაფერს ვამბობ, მგონი აღარავის აქვს მათი იმედი, რომ რამე სწორს და ადეკვატურს იტყვიან, ამიტომ ყველა სხვა დანარჩენისთვის ავხსნი: ტყუილია, თითქოს ფიზიკურ პირს სადმე დარეგისტრირება ევალება. არსად ასეთი ვალდებულება არ ეკისრება. ზოგადად სიტყვა „ფიზიკური პირი” არსად გვიწერია კანონში.


დაინიცირებულ ვერსიაშივე ეწერა, რომ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, რათა გაარკვიოს კონკრეტული ორგანიზაციის ხარჯების საკითხი.


მე-2 მოსმენის დროს კი, პლენარულ სხდომაზე, სადაც ეს უპასუხისმგებლო ოპოზიცია და არასამთავრობოები ხელებს აბრახუნებდნენ, მე-9 მუხლში დავაზუსტეთ შემდეგი: ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით


ამ ტყუილის შემდეგ მაინც ხომ ხვდებით - ამ ხალხის ნდობა საერთოდ აღარაფერზე არ შეიძლება. ვიდეოდ ვურთავ სესიაზე მეორე მოსმენას“ - წერს წილოსანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი