დავით ქართველიშვილი: დღევანდელი მილიონიანი მარში იყო მაგალითი იმისა, თუ რომელი ფასეულობების დაცვას შეუძლია ამ ქვეყანაში ყოველგვარი ორგანიზაციის თუ მოსყიდვის გარეშე ქუჩაში, ტაძრებთან მილიონი ქართველი გამოიყვანოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 17 მაისი 2024, 21:27
დღევანდელი მილიონიანი მარშის შემდეგ გაქრა რაიმე ტიპის რეფერენდუმის ჩატარების საჭიროება ამ ქვეყანაში. მთავარში დავრწმუნდით: მამულის, ენისა და სარწმუნოების მისამართით მცირეოდენი საფრთხის შეგრძნება და ქუდზე კაცი გამოვა ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე”- წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. 




როგორც ქართველიშვილი წერს, დღევანდელი მილიონიანი მარში ოპოზიციური მედიის ერთუჯრედიანმა პიარ-ტექნოლოგებმა მომენტალურად შერაცხეს "პრორუსულ მსვლელობად" და ამ სისულელით საკუთარ ნარატივზე განახორციელეს "საკონტროლო გასროლა": როგორ შეიძლება მილიონი "პრორუსი" ამავდროულად NATO-ს მომხრე (80%) იყოს ამ ქვეყანაში. სადღაც აშკარად ცრუობთ და ჩამოყალიბდით - სად.




“ოჯახის სიწმინდის აღსანიშნავი დღე, ჩვენი მილიონიანი მარში, რომელმაც სრულიად საქართველო მოიცვა - საქილიკო თემა შეიძლება გამხდარიყო მხოლოდ საკუთარი არასრულფასოვნობის კომპლექსების ნიადაგზე. ძნელია მენტალურად "ნორვეგიელის" (პირობითად) ყოველდღიური შეხება მენტალურად სულ სხვა ფასეულობების მქონე ქვეყანასთან. არა იმიტომ, რომ ნორვეგიის წინააღმდეგ მაქვს რამე - უბრალოდ ძნელია.

დღევანდელი მილიონიანი მარში ოპოზიციური მედიის ერთუჯრედიანმა პიარ-ტექნოლოგებმა მომენტალურად შერაცხეს "პრორუსულ მსვლელობად" და ამ სისულელით საკუთარ ნარატივზე განახორციელეს "საკონტროლო გასროლა": როგორ შეიძლება მილიონი "პრორუსი" ამავდროულად NATO-ს მომხრე (80%) იყოს ამ ქვეყანაში. სადღაც აშკარად ცრუობთ და ჩამოყალიბდით - სად.

დღევანდელი მილიონიანი მარში იყო მაგალითი იმისა, თუ რომელი ფასეულობების დაცვას შეუძლია ამ ქვეყანაში, მის ყველა რეგიონში, მომენტალურად, ყოველგვარი ორგანიზაციის თუ მოსყიდვის გარეშე - ქუჩაში, ტაძრებთან მილიონი ქართველი გამოიყვანოს. და რა ძნელია მოგონილი, სიცრუეზე, ფეიკზე და დეზინფორმაციაზე აგებული ლოზუნგებით ან ეროვნული ლიდერი გაიჩინო საკუთარ რიგებში, ან ილუზორულ ქარის წისქვილებს შეებრძოლო.

დღევანდელი მილიონიანი მარშის შემდეგ გაქრა რაიმე ტიპის რეფერენდუმის ჩატარების საჭიროება ამ ქვეყანაში. მთავარში დავრწმუნდით: მამულის, ენისა და სარწმუნოების მისამართით მცირეოდენი საფრთხის შეგრძნება და ქუდზე კაცი გამოვა ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე. დღეს ერთმა ძალიან ჭკვიანმა ახალგაზრდამ, საინტერესო დასკვნა გამიზიარა: დღეს საქართველოში კონსერვატიზმა - ლიბერალიზმი დაამარცხაო...”- წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი