დავით ქართველიშვილი: ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნებიდან ჩამოდიან ადამიანები, რომელთა პირად ცხოვრებაში არ ვერევით, აზრადაც არ მოგვივა, მათ ოჯახში შევიდეთ და ცხოვრების წესი დავუწუნოთ, რადგან ეს მათი უფლებაა, თავად კი გვასწავლიან, როგორ ვიცხოვროთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 17 მაისი 2024, 17:45
კარგია, რომ 17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღე, უქმედ გამოცხადდა, რადგან ამან იმ ადამიანებს, ვინც ენას, მამულსა და სარწმუნოებას იცავენ და ვისთვისაც ქართველობა ყველაზე დიდი ღირებულებაა, მთელი ქვეყნის მასშტაბით საშუალება მისცა გამოსულიყვნენ და ეს დღე აღენიშნათ.“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, უცხო ქვეყნებიდან ჩამოდიან ადამიანები, რომელთა პირადი ცხოვრება ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ ცხოვრებაში არავინ არ ერევა, მაგრამ ისინი თავს უფლებას აძლევენ, საქართველოს მოქალაქეებს ასწავლონ, თუ როგორ იცხოვრონ. 

„ჩემი ოჯახიდან ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად თითქმის ყველა ვიყავით. უმცროსი შვილიშვილები მყავდა მსვლელობაზე წაყვანილი. ეს ბავშვები უკვე ოთხი წელია კონკრეტული მონასტრის მრევლს წარმოადგენენ. ანუ, ისინი იღვიძებენ ლოცვით, იძინებენ ლოცვით და შაბათს თავადვე მახსენებენ ხოლმე, რომ კვირაობით ზიარება უნდა მიიღონ. ამით მათ იციან, რომ თავიანთ გარდაცვლილ მამას ზეცაში ახარებენ. ეს არის ქართული გენის გაგრძელების ყველაზე რეალური და ღირებული გზა. ამ გზაზე კი ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნებიდან ჩამოდიან ადამიანები, რომელთა პირად ცხოვრებაში არ ვერევით, აზრადაც არ მოგვივა, მათ სახელმწიფოში ჩავიდეთ, მათ ოჯახში შევიდეთ და მათი ცხოვრების წესი ხმამაღლა დავუწუნოთ, რადგან ეს მათი უფლებაა, ეს მათი ცხოვრების წესია, რაც არ უნდა მიუღებელი და გაუკუღმართებული იყოს ჩემთვის. მაგრამ, როცა აქ ჩამოდის ადამიანი და მეუბნება, რომ მე ჩამოვედი ქართველ ლესბოსელთა ხილვადობის კვირეულთან დაკავშირებითო; მეუბნება, რომ თურმე ჩემს შვილიშვილებს როგორც ვზრდი, მისი გადასახედიდან ეს ყველაზე დიდი პრობლემაა და ქართული სარწმუნოება მის ხედვასთან შეუთავსებელია, ამიტომ, თურმე ჩვენს ბავშვებს თავი უნდა დავანებოთ, რადგან თვითონ იცის, რაც უნდა ასწავლონ და ამას გვეუბნება გათხოვილი მამაკაცი, ეს მიუღებელია.“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი