მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ჰიმნში რამდენიმე ტაეპი მისი დაწერილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 17 მაისი 2024, 14:23

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ჰიმნში რამდენიმე ტაეპი მისი დაწერილია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„მინდა იცოდეთ, თუ საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა. ასე 5 წლის ვიყავი, როცა დედაჩემს რუსთაველის გამზირით მივყავდი ინგლისურის გაკვეთილზე და ამ დროს შევესწარით ოპერის თეატრიდან ცნობილი ტენორის დავით გამრეკელის გამოსვენებას.

მთელ რუსთაველზე დინამიკებში ჩართული იყო არია ზაქარია ფალიაშვილის დაისიდან „ოდა თავისუფლებას", დავით გამრეკელის შესრულებით. გულში ჩამივარდა ამ არიის სიტყვები "თავისუფლება დღეს ჩვენი". “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, როდესაც ჰიმნის შეცვლის საკითხი დადგა, მე კომისიას ეს მელოდია შევთავაზე. მალე ტექსტის პროექტიც მომიტანეს, რომელშიც ვერ ვიპოვე მთავარი სიტყვები "თავისუფლება დღეს ჩვენი", ამიტომ ჩემი ხელით ჩავწერე:

„თავისუფლება დღეს ჩვენი,

მომავალს უმღერს დიდებას;

დიდება თავისუფლებას,

თავისუფლებას დიდება".

ძალიან ვამაყობ, როდესაც ეს სიტყვები მრავალგზის გამეორებული მესმის მოედნებზე და ქუჩებში. არასდროს დამიწერია ეს, მაგრამ ახლა მინდა, რომ იცოდეთ. ვინაიდან ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ სიტყვები "თავისუფლება დღეს ჩვენი" ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს გენეტიკურ კოდს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი