ლუკა ეხვაია: თბს და საქართველოს ბანკის აქტივები თებერვლიდან უჩვეულოდ გაზრდილია, ახლა კი მხოლოდ ის ხდება, რომ სტანდარტულ ნიშნულს უბრუნდება - ყველა, ვინც ამ თემით სპეკულირებს და პანიკის დათესვას ცდილობს, ანტისახელმწიფოებრივ საქმეს ეწევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 15 მაისი 2024, 17:01

ყოველთვის, როდესაც საუბრობენ დასავლეთის კულტურული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებზე, როგორიცაა LGBTQ+ პროპაგანდა და ზოგადად, დასავლური კულტურული ჰეგემონია, მხედველობიდან რჩებათ, რომ აშშ-ის ჰეგემონიური პოზიციები უპირველესად სამხედრო ძალაზე და ეკონომიკურ თუ ფინანსურ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დამკვიდრებულ ნეოლიბერალურ წესრიგზე, იგივე "ვაშინგტონის კონსენსუსზე" დგას, - ამის შესახებ პოლიტოლოგი, ლუკა ეხვაია, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება ლონდონის საფონდო ბირჟაზე "საქართველოს ბანკისა" და "თიბისი" ბანკის აქციების შემცირებასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილში არსებულ მღელვარებას.

მისი თქმით, შესაძლოა, ერთი მხრივ, აღნიშნული ბანკების აქციების შემცირება შესაძლოა იყოს ამერიკისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური შანტაჟის კლასიკური სცენარი, მეორე მხრივ კი, თუ დავაკვირდებით "თიბისისა" და "საქართველოს ბანკის" აქციებს, მათი აქტივები თებერვლიდან უჩვეულოდ გაზრდილია, ახლა კი სტანდარტულ ნიშნულს უბრუნდება.

"ბოლომდე წაიკითხეთ და გააზიარეთ, თბს და საქართველოს ბანკის აქციების ირგვლივ რაც ხდება, ესაა საზოგადოებაში პანიკის დათესვის მორიგი ხელოვნური მცდელობა!
ყოველთვის, როდესაც საუბრობენ დასავლეთის კულტურული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებზე, როგორიცაა LGBTQ+ პროპაგანდა და ზოგადად, დასავლური კულტურული ჰეგემონია, მხედველობიდან რჩებათ, რომ აშშ-ის ჰეგემონიური პოზიციები უპირველესად სამხედრო ძალაზე და ეკონომიკურ თუ ფინანსურ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დამკვიდრებულ ნეოლიბერალურ წესრიგზე, იგივე "ვაშინგტონის კონსენსუსზე" დგას.
აშშ, როგორც "დიდი ინკვიზიტორი", თავისი გავლენებისა და კონტროლის შენარჩუნებას პერიფერიული, კოლონიური სახელმწიფოების ეკონომიკური ექსპლუატაციითა და ნეოლიბერალურ წესრიგში ჩაყენებით ახერხებდა.
ერთი მხრივ, თბს და საქართველოს ბანკის აქციების შემცირება შესაძლოა იყოს ამერიკისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური შანტაჟის კლასიკური სცენარი.
მეორე მხრივ, კი თუ დავაკვირდებით თბს და საქართველოს ბანკის აქციებს, მათი აქტივები თებერვლიდან უჩვეულოდ გაზრდილია, ახლა კი მხოლოდ ის ხდება, რომ სტანდარტულ ნიშნულს უბრუნდება.
მიმოიხედეთ გარშემო, ყველა, ვინც ამ თემით სპეკულირებს და პანიკის დათესვას ცდილობს, ანტისახელმწიფოებრივ საქმეს ეწევა." - წერს ლუკა ეხვაია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი