79
15 მაისი 2024, 16:24
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი შეფასებით, სამარცხვინოა, ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილი სადაც იდგა და ის „ნაცმოძრაობასთან“ პოლიტიკურ ქორწინებაში იმყოფება.
„საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მეტსახელად „ვეტო“, სამარცხვინოა დღეს სადაც დგას და როგორც დგას.
ის დღეს არის ქვეყნის უზენაესი კანონის დამრღვევი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პოლიტიკურ ქორწინებაში მყოფი ნომერ პირველი აგენტი, რომელიც, მიზანმიმართულად იყენებს სტატუსს - პრეზიდენტი და წითელ ხაზებში აქცევს ქართულ სახელმწიფოს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |