თამარ ჩიბურდანიძე: პრეზიდენტი ქართველი ხალხის უმრავლესობას ღიად დაუპირისპირდა და რევოლუცია გამოუცხადა. შედეგად მიიღებს ისეთივე მარცხს, რაც მიიღეს გუშინ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 15 მაისი 2024, 15:28

ერთთვიანი ყალბი პროპაგანდის შედეგად ოპოზიცია დამარცხდა ხელისუფლებასთან ბრძოლაში, ასეთივე მარცხს მიიღებს ყველა, ვინც სიმართლეს სიყალბით დაუპირისპირდება, ქართველი იქნება თუ უცხოელი, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ პოლიტიკას წყვეტს უმრავლესობა და ქართველი ხალხის უმრავლესობა დღეს ხელისუფლების გვერდით დგას.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოსაც მარტივად დაძლევს.

„სალომე ზურაბიშვილს უნდა ახსოვდეს, რომ კანონში ჩასწორებები სულაც არ შედის ჩვენს ინტერესებში, ეს მხოლოდ დასავლეთის ინტერესებში შედის და გაითვალისწინებს თუ არა მათ მითითებას, მხოლოდ მისი პრობლემაა. საპარლამენტო უმრავლესობა ამ ვეტოსაც ისევე მარტივად დაძლევს, როგორც მიიღეს ეს კანონი სამივე მოსმენით.

მთავარი განაცხადი, რაც მან დღეს გააკეთა, არის ის, რომ ღიად დააანონსა რევოლუცია საქართველოში. ამ ძალადაკარგულ ოპოზიციას სათავეში უდგება და ბოლომდე ახალისებს ძალადობას ქუჩაში. აქაც მწარედ ცდება, რადგან თუ როგორი მტკიცე ნებისყოფა აქვს საქართველოს ხელისუფლებას და პოლიციას, ეს მსოფლიომ დაინახა. ერთთვიანი ყალბი პროპაგანდის შედეგად ოპოზიცია დამარცხდა ხელისუფლებასთან ბრძოლაში, ასეთივე მარცხს მიიღებს ყველა, ვინც სიმართლეს სიყალბით დაუპირისპირდება, ქართველი იქნება თუ უცხოელი.

დღევანდელი განცხადებით, პრეზიდენტი ქართველი ხალხის უმრავლესობას ღიად დაუპირისპირდა და რევოლუცია გამოუცხადა. შედეგად მიიღებს ისეთივე მწარე მარცხს, რაც მიიღეს გუშინ. პოლიტიკას წყვეტს უმრავლესობა და ქართველი ხალხის უმრავლესობა დღეს ხელისუფლების გვერდით დგას,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი