ლევან ნიკოლეიშვილი: ხელისუფლებამ თავისი სიტყვა შეასრულა, კანონი კიდეც გაიტანა და კიდეც მიიღო, გაკოტრებული ოპოზიცია მარტო უცხოელების იმედზეა, რომლებშიც ნელა, მაგრამ მაინც იღვიძებს საღი აზრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 15 მაისი 2024, 11:00
ჭირვეული ბავშვი რომ საჭმელს არ ჭამს და ტირილს, უფრო ჯღავილს იწყებს, ასე დაემართა ოპოზიციას. „არა რუსულ კანონს,“ თქვა და მორჩა, რატომ არა და რა არის რუსული ვერ ამბობდა. ამ დროს შეეძლო დამსხდარიყვნენ კანონის ინიციატორებთან და დეტალურად არათუ განეხილათ, არამედ თავიანთ წინადადებებიც წარედგინათ, შეიძლება გაეტანათ კიდეც, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, რეიტინგ დაკარგული ოპოზიცია ახლა მთლიანად უცხოეთის იმედზეა, თუმცა, უცხოელებშიც შეინიშნება რიტორიკის შერბილება ხელისუფლების მიმართ.
“ხელისუფლებამ თავისი სიტყვა შეასრულა და კანონი კიდეც გაიტანა და კიდეც მიიღო. ახლა, ალბათ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია, როგორც ამბობს, გაჩერებას არ აპირებს, უკვე შეიძლება ერთი-ორი სიტყვა მათზეც ვთქვათ. ჭირვეული ბავშვი რომ საჭმელს არ ჭამს და ტირილს, უფრო ჯღავილს იწყებს, ასე დაემართა ოპოზიციას. „ არა რუსულ კანონს,“ თქვა და მორჩა, რატომ არა და რა არის რუსული ვერ ამბობდა. ამ დროს შეეძლო დამსხდარიყვნენ კანონის ინიციატორებთან და დეტალურად არათუ განეხილათ, არამედ თავიანთ წინადადებებიც წარედგინათ, შეიძლება გაეტანათ კიდეც. ამ სიტუაციაში კი გაკოტრებული და საერთოდ რეიტინგ გამქრალები, მარტო უცხოელების იმედზე არიან. არადა ამ უცხოელებშიც ნელა, მაგრამ მაინც იღვიძებს საღი აზრი და შეიძლება ამ კანონზე ტონი შეარბილონ კიდეც. ახლა რაც შეეხება „გონივრული“ პერფორმანსის ქუჩების გადაკეტვის მონაწილეებს, ვის უქმნიან დისკომფორტს, ჩვენს მოქალაქეებს? უკეთესი ხომ არ იქნებოდა ეგ გადაკეტვები გადამგდები და მათ აღმა-დაღმა მატარებელი ოპოზიციის ლიდერების ე.წ. ლექტორების სახლებთან მოეწყოთ, თუნდაც იმის გამო, რომ აირწინაღებს მომიტინგეებს ურიგებენ, თვითონ კი არ იკეთებენ-აი კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ საფრთხის შემთხვევაში მათ აირწინაღებზე უფრო გაქცევა სჭირდებათ. ისე 2008 წლის ომშიც ასე იქცეოდნენ ჯარს და ხალხს მტერს ატოვებდნენ და თვითონ კი კუდამოძუებულები გარბოდნენ, იგივე ლიდერებია, იგივე!” - წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი