ლევან ნიკოლეიშვილი: აშშ-ს საქართველო ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მიაჩნია და კვლავაც გააგრძელებს ისეთ ურთიერთობას, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 15 მაისი 2024, 00:24

ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა ჯიმ ობრაიენის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ აშშ-ს საქართველო ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მიაჩნია და შესაბამისად კვლავაც გააგრძელებს ისეთ ურთიერთობას, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა, ამისთვის კი მაქსიმალურად შეეცდება გაუგებრობაში გარკვევას.

მისივე თქმით, ო, ბრაიენს არ მიაჩნია, რომ ეს კანონი რუსულია.

„ო, ბრაიენის განცხადებიდან მე პირადად ასეთი დასკვნა გამოვიტანე: 1. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პირს არ მიაჩნია, რომ ეს კანონი არის რუსული, თორემ არ მოერიდებოდა ამის თქმას! 2. ბატონი ო, ბრაიენი ფიქრობს კანონი საჭიროებს გარკვეული შესწორებების შეტანას, რაზეც დაწყებული ირაკლი კობახიძიდან თითქმის მთელი „ქართული ოცნება" გამახსენდა -„გვითხარით რა არ მოგწონთ და ვიმსჯელოთო," ლამის თითოეული მომიტინგიდან დაწყებული პრეზიდენტით დამთავრებული ყველას ეუბნებიან. 3. არავითარ სანქციებზე არ არის საუბარი. 4 აშშ-ს მიაჩნია, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და შესაბამისად კვლავაც გააგრძელებს ჩვენთან ისეთ ურთიერთობას რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა, ამისთვის კი მაქსიმალურად შეეცდება გარკვეული გაუგებრობაში გარკვევას. ახლა ჩნდება შეკითხვა ამერიკელების ამ პოზიციიდან გამომდინარე ზოგიერთი ავანტიურისტი ევროპელი პოლიტიკოსები ხმას ჩაიკმენდენ, თუ ნელ-ნელა დაიწყებენ ფრთხილი პოლიტიკური რევერანსების გაკეთებას", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი