ზურაბ ქადაგიძე: უკვე ამუშავდა კანონი! ჟიგიმანტასები და სხვანი სცენაზე არიან ასულები და საკუთარი ხელით მოახდინეს ლუსტრაცია, თუ ვის არ აწყობს საქართველოში გამჭვირვალობა
სარეკლამო ადგილი - 10 650 x 60
7714 მაისი 2024, 23:19
"უკვე ამუშავდა კანონი! ჟიგიმანტასები და სხვანი სცენაზე არიან ასულები და საკუთარი ხელით მოახდინეს ლუსტრაცია, თუ ვის არ აწყობს საქართველოში გამჭვირვალობა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე წერს.
ქადაგიძე აქვ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის ვიზიტსაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც სუვერენული ქვეყნის საჯარო აღიარება, რომ შტატების მაღალჩინოსანი ბრიფინგზე დგას და თავს იმართლებს, არ ვართ ცუდი ხალხი, მეგობრები ვართ და დავივიწყოთ ეს გაუგებრობაო.
"უკვე ამუშავდა კანონი!
ფაქტი 1 :
- რეალური ორგანიზატორები ქართველი პარაზიტი ოპოზიციის და მათი რეალური პატრონების სახით( ჟიგიმანტასები და სხვანი) უკვე სცენაზე არიან ასულები და საკუთარი ხელით მოახდინეს ლუსტრაცია თუ ვის არ აწყობს საქართველოში გამჭვირვალობა!
ფაქტი 2 :
- შტატების მაღალჩინოსანი ბრიფინგზე დგას და თავს იმართლებს, არ ვართ ჩვენ ცუდი ხალხი, მეგობრები ვართ და მოდი დავივიწყოთ ეს გაუგებრობაო!
გილოცავთ, ეს არის საქართველოს როგორც სუვერენული ქვეყნის საჯარო აღიარება.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ!
საქმე კეთდება ასე!" - წერს ქადაგიძე.