ზურაბ ქადაგიძე: 14 მაისი ისტორიაში შევა, როგორც საქართველოს უახლეს ისტორიაში, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გამყარებისათვის გადადგმული უდიდესი ნაბიჯი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 14 მაისი 2024, 17:45
„საპარლამენტო უმრავლესობამ და ხელისუფლებამ გაუძლო, უპრეცედენტო მასშტაბის ზეწოლასა და ბულინგს, მაგრამ შესაშურად სასწაული მდგრადობა გამოავლინა“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე წერს.
ქადაგიძე გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღების საკითხს და აღნიშნა, რომ დრო მოვა და ის ახალგაზრდები, ვისაც პოლიტიკანებმა თავგზა აუბნიეს, საქართველოს ხელისუფლებას მადლობასაც გადაუხდიან ამ დღისთვის.
„14 მაისი ისტორიაში შევა, როგორც საქართველოს უახლეს ისტორიაში, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გამყარებისათვის გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. საპარლამენტო უმრავლესობამ და ხელისუფლებამ გაუძლო, უპრეცედენტო მასშტაბის ზეწოლასა და ბულინგს, მაგრამ შესაშურად სასწაული მდგრადობა გამოავლინა. დრო მოვა და ის ახალგაზრდები, ვისაც პოლიტიკანებმა თავგზა აუბნიეს, მიხვდებიან და მადლობასაც გადაიხდიან 14 მაისისათვის, ხოლო უსამშობლო პარაზიტი პოლიტიკოსები გადაინაცვლებენ ნაგავსაყრელზე. ჰო, “ენჯეოკრატებმა” გაამზადეთ დოკუმენტაცია, გავიგოთ ვინ ვის და რა ფასად ემსახურებით!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი