დავით ქართველიშვილი: წარსულის ჯალათები და მომავლის უუნარო მოღალატეები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვებს აფარებდნენ თავის მშიშარა სხეულებს, ბელადის პალატაში თანამდებობების განაწილების მოლოდინში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 14 მაისი 2024, 15:23
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართველ ახალგაზრდობას მამაშვილურ და სამოქალაქო მადლობას უხდის. როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ყელში ამოსულ პოლარიზაციას პირველი დარტყმა თავად ახალგაზრდებმა მიაყენეს, დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე ძალიან მცირე რაოდენობით მისვლით.
„ჩვენ თქვენთან ერთად შევალთ ევროპაში. ღირსეულ ევროპაში.“ - აღნიშნავს ქართველიშვილი.
„მე მინდა ქართველ ახალგაზრდობას მამაშვილური და სამოქალაქო მადლობა გადავუხადო. რეალურად, დღეს, აი ამ წუთებში ყველას (!) ყელში ამოსულ პოლარიზაციას პირველი დარტყმა ჩვენმა ახალგაზრდებმა მიაყენეს. გარდაუვალის მისაღები ხუთივე სტადია გამოიარეს ჩვენმა ბავშვებმა: უარყოფა - ვაჭრობა - მრისხანება - დეპრესია - მიღება. მათ ზურგს უკან მყოფი წარსულის ჯალათები და მომავლის უუნარო მოღალატეები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვებს აფარებდნენ თავის მშიშარა სხეულებს, ბელადის პალატაში თანამდებობების განაწილების მოლოდინში. ამ ფოტოზე - ყოველივე ამაზე ახალგაზრდების პასუხია. ჩვენ თქვენთან ერთად შევალთ ევროპაში. ღირსეულ ევროპაში. ღირსეული საქართველო!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი