ირაკლი ლატარია: 2011 წელს ჯონ ბასმა თქვა, რომ 26 მაისის აქციის დარბევა იყო ლეგიტიმური და ლამის სახურავზე ნაპოვნ მოკლულ ადამიანებს დააბრალა მთელი პროცესი - ახლა გინდათ, მისი რომელიმე განცხადება ობიექტურად მივიჩნიო?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 14 მაისი 2024, 13:17

ექსპერტი ირაკლი ლატარია, ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ჯონ ბასის, განცხადებას, სადაც მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს.

ლატარია იხსენებს 2011 წლის 26 მაისს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აქციის დარბევის შემდეგ ბასის განცხადებას და აღნიშნავს, რომ აშშ-ის იმჟამინდელმა ელჩმა ლეგიტიმურად ცნო მომიტინგეების დაშლა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.

"2011 წელს, ჯონ ბასმა თქვა, რომ 26 მაისის აქციის დარბევა იყო ლეგიტიმური და ლამის სახურავზე ნაპოვნ მოკლულ ადამიანებს დააბრალა მთელი ეგ პროცესი და ახლა გინდათ, რომ მაგ კაცის რომელიმე განცხადება მივიჩნიო ობიექტურად?!!!" - წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი