ლევან ნიკოლეიშვილი: სცენაზე ასვლას ერიდებიან, თორემ რომ დააკვირდე, მთლიანად "ნაცების" მიერ არის ლოჯისტიკური და ფინანსური საკითხები ორგანიზებული - სააკაშვილის ერთ-ერთ ფანს და მის "ჟურნალისტ"-რუპორ ნანუკა ჟორჟოლიანს აქვს ჩაბარებული ყველაფერი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 14 მაისი 2024, 10:56

სცენაზე ასვლას ერიდებიან და ხალხის სტვენის ეშინიათ, თორემ რომ დააკვირდე, მთლიანად "ნაცების" მიერ არის ორგანიზებული ყველაფერი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ-პოსტს, სადაც ის აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სახლიდან წამოიღონ ყველაფერი, რაც ხმაურობს, მათ შორის, ქვაბები და ტაფები.

როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, სწორედ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ფანს და რუპორს, ჟორჟოლიანს აქვს ჩაბარებული ყველაფერი, სცენის ორგანიზებით დაწყებული, მომიტინგეების მომარაგებით დამთავრებული.

"საერთო-სახალხო აქცია, ცოტა ხმამაღლა ხომ არ არის ნათქვამი, ბატონებო?! სცენაზე ასვლას ერიდებიან და ხალხის სტვენის ეშინიათ, თორემ რომ დააკვირდე, მთლიანად ნაცების მიერ არის ორგანიზებული ყველაფერი, მათ შორის, ლოჯისტიკური და ფინანსური საკითხები. სააკაშვილის ერთ-ერთ ფანს და მისი "ჟურნალისტ"- რუპორ ნანუკა ჟორჟოლიანს აქვს ჩაბარებული ყველაფერი დაწყებული სცენის ორგანიზება-მოწყობით, მომიტინგეების აირწინაღებითა და საკვებით მომარაგებით დამთავრებული. ასე რომ, სადაც "ნაცები" ჩნდებიან იქ მთავრდება ნებისმიერი პროტესტის გულწრფელობა!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი