109
13 მაისი 2024, 20:53
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც რადიკალური აქტივისტების ტრენინგისთვის საქართველოში ჩამოსული ამერიკელი ინსტრუქტორის კადრებია აქციაზე დაკავების შემდეგ.
ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ სამხედროებთან ერთად, ღირსეულად იბრძოდნენ სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში, რასაც ზოგი მათგანის სიცოცხლეც კი შეეწირა, ამ ფონზე, აღნიშნული პირი საქართველოში ვითარების ასარევად ჩამოვიდა.
"ჩვენი ბიჭები, ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები ამერიკელ სამხედროებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში ღირსეულად იბრძოდნენ და სისხლს ღვრიდნენ! ზოგი დაიჭრა, ზოგმაც თვალი, ხელი თუ ფეხი დაკარგა, ზოგიც დროშა გადაფარებული ჩამოასვენეს, მაგრამ თავი არ შეურცხვენიათ. ეს არაკაცი კი აქ საქართველოში ასარევად ჩამობრძანდა, სამარცხვინო ლაჩარი. წადი თვალებში ჩვენს მეგობარ, ვაჟკაც ამერიკელ სამხედროებს შეხედე, ფულზე გაყიდული არარაობავ..." -წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |