ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს - კომიტეტს ვერ მიუსწრეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
88 13 მაისი 2024, 10:06

ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს - კომიტეტს ვერ მიუსწრეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, „ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი“.

“ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს - კომიტეტს ვერ მიუსწრეს.

ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი. რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი”, - წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომის დამსწრე დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრებები არ ჰქონდათ და მათ პროექტს მხარი დაუჭირეს. აქედან გამომდინარე, სხდომა დაწყებიდან დაახლოებით 2 წუთში დასრულდა.

ცნობისთვის, კომიტეტის სხდომა, პარლამენტთან მიმდინარე აქციის ფონზე გაიმართა. უმრავლესობის წევრები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეიყვანეს. "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევდათ, რომლებიც მათ "მონებს" და "რუსებს" ეძახდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი