დავით ქართველიშვილი: „პროფესორმა" ბერძენიშვილმა საქართველოს „ძველი ფორმაციის" ლიდერების და-ჰა-ჰა-ვების სალექციო კურსი დაასრულა, რისთვისაც თელავის საპირფარეშოს მისი სახელი მიანიჭეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 12 მაისი 2024, 16:35
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ლევან ბერძენიშვილის მიერ მამუკა მდინარაძის კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

„პროფესორმა" ბერძენიშვილმა საქართველოს "ძველი ფორმაციის" ლიდერების და-ჰა-ჰა-ვების სალექციო კურსი დაასრულა, რისთვისაც თელავის საპირფარეშოს მისი სახელი მიანიჭეს და თუნდაც ამით შეიყვანეს ქვეყნის ისტორიაში. ამჟამად მან „ახალი ფორმაციის" ლიდერების გაშარჟების კურსი დაიწყო და მამუკა მდინარაძეს გვარ/სახელი დაუწუნა.

მას უფრო „ნაკადულაძე" მოუხდებოდაო, ვინაიდან ჩვენს „ასი ათასის" მარშში არაპროპორციულად შემცირებული რაოდენობა დაინახაო. თავისი ეს მოსაზრება „პროფესორმა" „დიმინუტივის" პრინციპით ახსნა. მე კი თვით „პროფესორს" სულ სხვა - აუგმენტატივის პრინციპს მივუსადაგებდი და მხოლოდ წუხილს გამოვთქვამდი, რომ ის არ მოღვაწეობდა დიდი მიქელანჯელოს ეპოქაში, რა დროსაც ახალგაზრდა „პროფესორის", როგორც სანიმუშო მოდელის მომხიბვლელობა, არ გამოეპარებოდა მოქანდაკის ყურადღებას და დღეს ჩვენ სულ სხვა „დავითის" ხიბლში ვიქნებოდით გახვეული.“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი