ლევან მაჭავარიანი: რატომ მოხდა, რომ უჩა აბაშიძის დაკავებას მოყვა ყველაზე დიდი პროტესტი აქციების ორგანიზატორთა მხრიდან? გამოდის, რომ ორგანიზატორები საქმის კურსში იყვნენ ამაზრზენი კომპრომატების მოგროვების შესახებ?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
115 11 მაისი 2024, 15:18

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი, ბლოგერ უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის დაკავებას და შსს-ში გამართულ ბრიფინგს ეხმიანება, რომლის თანახმად, აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.

მაჭავარიანის თქმით, საინტერესოა, რომელი სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა ცოლ-ქმარი, ვინ არიან ის პირები, ვინც მათი შანტაჟით ჩაერთო საპროტესტო მოვლენებში და რატომ მოჰყვა აბაშიძის დაკავებას დიდი პროტესტი აქციების ორგანიზატორთა მხრიდან.

„1. რომელი სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ და რა ძალა აიძულებდა ასეთ მარაზმზე წასულიყო ცოლ-ქმარი?!
2. ვინ არიან ადამიანები, ვინც მათი კომპრომატების შანტაჟით ჩაერთო საპროტესტო მოვლენებში?!
3. რატომ მოხდა, რომ უჩა აბაშიძის დაკავებას მოყვა ყველაზე დიდი პროტესტი აქციების ორგანიზატორთა მხრიდან და რამდენიმე წუთში გადაკეტეს ჭავჭავაძის გამზირი. გამოდის, რომ ორგანიზატორები საქმის კურსში იყვნენ მის მიერ ამაზრზენი კომპრომატების მოგროვების შესახებ?!“, - წერს ლევან მაჭავარიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი