თამარ ჩიბურდანიძე: შევარდნაძის შეცდომა “ვარდების რევოლუციის” დაშვებით, არ უნდა განმეორდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 11 მაისი 2024, 11:43

ზუსტად იგივე სქემით, იგივე უცხოური ფულით და ტექნოლოგიებით მეორდება დღეს იგივე რევოლუცია, ოღონდ, “ვარდების” ნაცვლად “ფერადი”, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქართველ ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ სახელმწიფოზეა საუბარი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პირად ქვეყანაზე.

ჩიბურდანიძე იმედს იტოვებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება წარსულ შეცდომებს აღარ გაიმეორებს.

„ისტორია ყოველთვის რაღაცას გვასწავლის, თუმცა, ვსწავლობთ თუ არა ჩვენივე შეცდომებზე, ამას დრო განსაზღვრავს. “გამჭვირვალობის კანონი” შევარდნაძის დროს რომ ყოფილიყო, “ვარდების რევოლუცია” აღარ მოხდებოდა და ქვეყანა გადარჩებოდა იმ სისხლიან რეჟიმს, რომლის სისასტიკესაც დღესაც განიცდის ჩვენი ქვეყანა. ზუსტად იგივე სქემით, იგივე უცხოური ფულით და ტექნოლოგიებით მეორდება დღეს იგივე რევოლუცია, ოღონდ, “ვარდების” ნაცვლად “ფერადი”.

გამოდის რომ, ამერიკის რევოლუციებს მათივე და არა საქართველოს ინტერესებისთვის, თაობები უნდა შეეწიროს. თუკი ოდნავ მაინც გვაქვს თავმოყვარეობა, ამის დაშვება აღარ შეიძლება. შევარდნაძის შეცდომა “ვარდების რევოლუციის” დაშვებით, არ უნდა განმეორდეს! როგორ მკაცრადაც არ უნდა ისმოდეს ეს სიტყვები, უნდა გვახსოვდეს, რომ აქ სახელმწიფოზეა საუბარი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პირად ქვეყანაზე. იმედს ვიტოვებ, რომ წარსულის შეცდომებს დღევანდელი ხელისუფლება არ გაიმეორებს”, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი