110
10 მაისი 2024, 01:23
ეჭვმიტანილის დაკავების გამო პოლიციელებზე თავდასხმა და მყვირალა მარგინალების მიერ ჭავჭავაძის გამზირის ბლოკირების მცდელობა არის ძალადობრივი ექსტრემიზმი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან მართლწესრიგის დაცვა არის კანონიერება, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე უჩა აბაშიძის დაკავების შემდგომ მიმდინარე აქციას.
აბაშიძის თქმით, "ნაცსექტანტთა" მიზანი - ხავილითა და დესტრუქციით სახელმწიფოს რაიმე ზიანი მიაყენონ, ისეთივე უიმედოა, როგორც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნება.
"ეჭვმიტანილის დაკავების გამო პოლიციელებზე თავდასხმა და მყვირალა მარგინალების მიერ ჭავჭავაძის გამზირის ბლოკირების მცდელობა არის ძალადობრივი ექსტრემიზმი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან მართლწესრიგის დაცვა არის კანონიერება.
ნაცსექტანტთა მიზანი, რომ ამ ხავილითა და დესტრუქციით (თან ისევ ქალები აიფარეს წინ) სახელმწიფოს რაიმე ზიანს მიაყენებენ, ისეთივე უიმედოა, როგორც ავაზაკი სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნება.
აგენტოკრატიის მიერ კოლოსალური რესურსებით წაქეზებული ღალატის პარტიის რევანშისტები და მათ მიერ გაბითურებული პერსონაჟები სუვერენულ საქართველოს ვერასდროს ამოაგდებენ მშვიდობიანი განვითარების კალაპოტიდან!" - წერს აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |