ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას: შვილებს ეხებიან უკვე და თქვენ ძალიან მოგწონთ, რადგან თქვენ თვითონ ხართ ამ ბოროტების სათავე და ქომაგი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
97 09 მაისი 2024, 20:47

ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე, რომელიც ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ფეხი მოიკიდოს და ნორმად იქცეს! - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და ამით სოციალურ ქსელში პარლამენტარ დიმიტრი სამხარაძისთვის მისი შვილის მიმართ მუქარას გამოეხმაურა.

ზურაბ ქადაგიძე მუქარის ასეთ ფორმას, როცა ადრესატები შვილები არიან, ამაზრზენ ფაქტად აფასებს და დასძენს, რომ მსგავსი სიმდაბლე ქართულ საზოგადოებაში ნორმად არ უნდა იქცეს. სწორედ ამიტომ, ძალა (ნაციონალური მოძრაობა), რომელიც ამ გზავნილების უკან დგას, ქადაგიძის აზრით, უნდა ამოიძირკვოს.

„ეს როგორ იკადრეთ თქვე ნაძირალებო?! ყველა ზღვარი მოშალეთ აბსოლუტურად და ახლა პასუხს რომ გაგცემენპოლიტიკურიაო იტყვით?!

ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე, რომელიც ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ფეხი მოიკიდოს და ნორმად იქცეს! ამაზე ამაზრზენი რამ არც მინახავს და არც გამიგია. უნდა გადაშენდეს ეს სექტა, როგორც სახადი, ავადმყოფობა. ახლა სად არის ძაან-კრიტიკული მედია და უფლებადამცველები?!

შვილებს ეხებიან უკვე და თქვენ ძალიან მოგწონთ, რადგან თქვენ თვითონ ხართ ამ ბოროტების სათავე და ქომაგი!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი