დავით ქართველიშვილი: ევროდეპუტატზე ძალადობის დამგმობი დეკლარაციის მიღებაზე უარი თქვა ჩვენი „ნაცმოძალადეების“ „ნათლიმამამ“ - ევროპის სახალხო პარტიამ (EPP), რითაც მწვანე აუნთო დეპუტატების ცემას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 09 მაისი 2024, 20:38

მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა („სოციალისტები და დემოკრატები“ (S&D, „ევროპული განახლება“, „მწვანეები“ და მემარცხენეები) შეიმუშავეს ერთობლივი განცხადება, რომელიც გმობს დეპუტატებზე ძალადობას ევროპარლამენტში არჩევნების წინ, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით ეხმიანება ისეთ პრობლემას, როგორიცაა პარლამენტში დეპუტატზე ძალადობა.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ანალოგიური პრობლემა ევროპარლამენტშიც არის და მაგალითად მოჰყავს დეპუტატ მატიას ეკეზე ფიზიკური ძალადობა.

„პარლამენტის კედლებში დეპუტატზე თუ ფრაქციის თავმჯდომარეზე ძალადობა არა მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პრობლემაა. ანალოგიურ ფაქტებს ადგილი აქვს მოქმედი ევროპარლამენტარების მიმართაც. გასულ კვირას სოციალისტ დეპუტატ მატიას ეკეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, როდესაც ის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დრეზდენში პლაკატებს ავრცელებდა.
მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა („სოციალისტები და დემოკრატები“ (S&D, „ევროპული განახლება“, „მწვანეები“ და მემარცხენეები) შეიმუშავეს ერთობლივი განცხადება, რომელიც გმობს დეპუტატებზე ძალადობას ევროპარლამენტში არჩევნების წინ. ამ დეკლარაციის (სახელწოდებით "დემოკრატიის დასაცავად") მიღებაზე უარი თქვა ჩვენი ნაცმოძალადეების „ნათლიმამამ" - ევროპის სახალხო პარტიამ (EPP). ასე რომ, ევროპარლამენტის მიერ ელისაშვილის საქციელის სრული იგნორირება - სავსებით სიმპტომატურია“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი