თამარ ჩიბურდანიძე: მოტყუებით გამოყვანილი ახალგაზრდები ოპოზიციისთვის ფარია, რომ ხელისუფლებამ ვერ გაბედოს მათ მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა. ხელისუფლებას კი, უპირველესად სახელმწიფოს უსაფრთხოება აბარია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 08 მაისი 2024, 15:41

თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვღელავთ იმ მოტყუებულ ახალგაზრდებზე, რომლებიც ნაცმოძრაობამ დეზინფორმაციის საშუალებით გამოიყვანა გარეთ. მართალია, ამ ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი ოპოზიციის პარტიული აქტივია, მაგრამ არიან სხვებიც, რომლებისთვისაც ერთგვარი ტრენდი გახადეს რუსთაველზე გასვლა და წაუკითხავი კანონის გაპროტესტება, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ რადიკალები ახალგაზრდებს ფარად იყენებენ და ამას ადასტურებს გასული დღეები, რა დროსაც ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობით გამართულმა საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი სახე მიიღო. ამ აქციებზე ხდება სწორედ პარტიული ახალგაზრდობის მხრიდან ნგრევა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.

„დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება, რომ ოპოზიცია გეგმავს დესტაბილიზაციას და არეულობას ქვეყანაში. ამაში ყველა დავრწმუნდით გასული დღეების განმავლობაში, როდესაც ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობით გამართულმა საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი სახე მიიღო. წინასწარ კარგად მომზადებული პარტიული ახალგაზრდობა ცდილობდა ნგრევას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას.

საქართველოში უმაღლეს დონეზეა დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ამაში მთელი მსოფლიო დარწმუნდა, მაგრამ, ამასთანავე, საქართველო არის სახელმწიფო, რომლის უსაფრთხოების დაცვაც ხელისუფლებას ევალება. პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები ვალდებულნი არიან დაიცვან ქვეყანა დესტაბილიზაციისგან და მოსალოდნელი ძალადობრივი არეულობისგან.

თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვღელავთ იმ მოტყუებულ ახალგაზრდებზე, რომლებიც ნაცმოძრაობამ დეზინფორმაციის საშუალებით გამოიყვანა გარეთ. მართალია, ამ ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი ოპოზიციის პარტიული აქტივია, მაგრამ არიან სხვებიც, რომლებისთვისაც ერთგვარი ტრენდი გახადეს რუსთაველზე გასვლა და წაუკითხავი კანონის გაპროტესტება.

ამ ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ ევროპული სახელმწიფოს შენება უპირველესად კანონის უზენაესობაა და თუ სურთ ამ გზით სიარული, მაშინ პატივი უნდა სცენ სახელმწიფოს და არ აჰყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ახალგაზრდებს. ოპოზიციისთვის ქუჩაში გამოყვანილი თაობა მხოლოდ ფარია, რომ ხელისუფლებამ ვერ გაბედოს მათ მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა. არადა, ხელისუფლებას უმთავრესად სწორედ სახელმწიფოს უსაფრთხოება აბარია," - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი