დავით ქართველიშვილი for.ge-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ახალგაზრდების მშობლებს მიმართავს: ამ ქოუჩებმა თქვენს შვილებს კიდურების და თვალების რაოდენობა უკვე დაუთვალეს და დიდ ტრაგედიას ვერ ხედავენ, თუ ვინმეს რამე დააკლდება!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 08 მაისი 2024, 14:25

ამ ქოუჩებმა თქვენს შვილებს კიდურების და თვალების რაოდენობა უკვე დაუთვალეს და დიდ ტრაგედიას ვერ ხედავენ, თუ კი ვინმეს რამე დააკლდება! პირიქით - ესეც ჩაფიქრებული გვაქვსო, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება For.ge-ის მიერ გავრცელებულ მორიგ ჩანაწერს, რომელშიც აქტივისტი ნატა ფერაძე და ლაშა ფირცხალაიშვილი აქციების ძალადობრივ განვითარებაზე, მათ შორის, აქტივისტების ფიზიკურ დაზიანებაზე საუბრობენ.

ქართველიშვილის თქმით, აქციის ორგანიზატორებისთვის მთავარია, თავად მათ არაფერი მოუვიდეთ.

„ამ ქოუჩებმა თქვენს შვილებს კიდურების და თვალების რაოდენობა უკვე დაუთვალეს და დიდ ტრაგედიას ვერ ხედავენ, თუ კი ვინმეს რამე დააკლდება! პირიქით - ესეც ჩაფიქრებული გვაქვსო, მთავარია ჩვენ, ქოუჩებს არაფერი მოგვივიდეს! „განძთა კუნძული“ ვის არ წაუკითხავსო - ცალთვალა პიუ ან ცალფეხა სილვერიც ევროპელები იყვნენ. მსხვერპლის გარეშე ეს „განძი“ არ მოიპოვება...

ერთხელაც ვეცდები თქვენს „ნომერ ერთი“ და „ნომერ ორი“ მშობლების გრძნობებს ჩავწვდე, ესენი არ გინდობენ და თქვენ თუ დაინდობთ საკუთარ შვილებს, საკითხავი ესაა...” - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი