103
08 მაისი 2024, 14:11
ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთვის 30-მილიონიანი დახმარების გამოყოფა დაამტკიცეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
„ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს ღირებულების არალეტალურ დახმარებას „ევროპის მშვიდობის ფონდის“ პროგრამის ფარგლებში. ეს იგივე მექანიზმია, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აფინანსებს და არ იყენებს ევროკავშირის ბიუჯეტს“, - წერს იოზვიაკი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |