დიმიტრი ხუნდაძე გლობალურ ომის პარტიაზე: ცდილობენ რევოლუციური გზით დააბრუნონ მორჩილი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს უსიტყვოდ შეასრულებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 08 მაისი 2024, 14:10

„დღეს რაც თბილისის ქუჩებში ხდება, პასუხია მათგან [დიდი ქვეყნები] ამ ყველაფერზე და ცდილობენ რევოლუციური გზით დააბრუნონ მორჩილი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს უსიტყვოდ შეასრულებს. შესაბამისად, ქუჩაშიც პატრიოტიზმს მორჩილება სჭარბობს და "საზრდოც" გარედან მიეწოდებათ," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე.

როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ქუჩაში დადგმული სანახაობრივი პერფორმანსებიც მხოლოდ ძალადობის საფარველია და მისი ორგანიზატორების რეალური მიზანი თბილისში რევოლუციის მოწყობაა.

„სამწუხაროა, რომ დღეს მსოფლიოში ომია პრიორიტეტი და არა მშვიდობა. დიდი ქვეყნები ცდილობენ ძალადობის მორევში ჩაითრიონ პატარა ქვეყნები და საკუთარ ინტერესებს დაუქვემდებარონ. ასეა საქართველოსთან მიმართებითაც. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ გაძლიერდა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელმაც უარი თქვა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე, სანქციებზე და სახიფათო დაკვეთების შესრულებაზე.

დღეს რაც თბილისის ქუჩებში ხდება, პასუხია მათგან ამ ყველაფერზე და ცდილობენ რევოლუციური გზით დააბრუნონ მორჩილი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს უსიტყვოდ შეასრულებს. შესაბამისად, ქუჩაშიც პატრიოტიზმს მორჩილება სჭარბობს და "საზრდოც" გარედან მიეწოდებათ. სანახაობრივი პერფორმანსებიც მხოლოდ ძალადობის საფარველია. ასე დაიწყო უკრაინაში მაედანი და სურთ იმავეს განვითარება საქართველოშიც. ბავშვებსა და ახალგაზრდებს ომის პირობას თავადვე აქმნევინებენ, თანაც „სამშობლოს სიყვარულით”. ამ ურთულეს მსოფლიოში ყველა სახელმწიფო დაცვის ბერკეტებს აძლიერებს. საქართველოს კი პირიქით, აშიშვლებენ, რაც სასიცოცხლოდ სახიფათოა," - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი