ზაალ ანჯაფარიძე for.ge-ს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ჩანაწერს სოციალურ ქსელში ეხმაურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 08 მაისი 2024, 13:36

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება for.ge-ს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ჩანაწერს, სადაც ნიკა გვარამია ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებს.

ექსპერტის თქმით, გერმანიაში უკრაინის ელჩის მიერ კანცლერ შოლცის მიმართ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი სიტყვებიც გადაყლაპეს გერმანელებმა, რადგანაც სასწორის მეორე მხარეზე უფრო მნიშვნელოვანი რამ იდო - უკრაინა როგორც საზარბაზნე ხორცი.

„გახსოვთ ალბათ გერმანიაში უკრაინის ელჩმა როგორ უწოდა კანცლერ შოლცს «обиженная ливерная колбаса». თუმცა, გერმანელებმა ფურთხი მოიწმინდეს, გადაყლაპეს, რადგანაც სასწორის მეორე მხარეზე უფრო მნიშვნელოვანი რამ იდო - უკრაინა როგორც საზარბაზნე ხორცი.

გვარამიას ფურთხი ჯერ ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა მოიწმინდა და გადაყლაპა, მანამდე სალომე (პ)რეზიდენტმა და ალბათ ევროკავშირის ელჩიც გადაყლაპავს, რადგანაც ძალიან სჭირდებათ გვარამია (ჯერჯერობით) როგორც რევოლუციის ერთ-ერთი ჭანჭიკი“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი