ლევან ნიკოლეიშვილი რადიკალური ოპოზიციის წევრების ჩანაწერებზე: ბილწსიტყვაობა,მუქარა და ზიზღის ენა არის მათი მთავარი იარაღი და ინსტრუმენტი, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, ცნობილი სპორტსმენი, ელჩი, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 08 მაისი 2024, 13:09

კარგად ჩანს, თუ რას აპირებენ და როგორ ფიქრობენ რადიკალური ჯგუფები და მათი გამოკვეთილი ლიდერები, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, ნიკა გვარამიას, მისი პარტიის წევრის, ნიკა ფარულავას, აკაკი მინაშვილის ფარულ ჩანაწერებს, რომელშიც შეურაცხმყოფელი სიტყვებით არიან მოხსენებული როგორც ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, ისე ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ეს სუბიექტები ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათი მთავარი იარაღი კი მუქარა და ზიზღის ენაა.

„კარგად ჩანს, თუ რას აპირებენ და როგორ ფიქრობენ რადიკალური ჯგუფები და მათი გამოკვეთილი ლიდერები. ისინი ფიქრობენ, რომ დაუნდობლები იყვნენ ყველას მიმართ, მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება ცნობილი სპორტსმენი, ელჩი, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ბილწსიტყვაობა,მუქარა და ზიზღის ენა არის მათი მთავარი იარაღი და ინსტრუმენტი! ხალხმა უნდა იცოდეს ვინ არიან ეს სუბიექტები, თან თუ გავითვალისწინებთ სუს-ი დღევანდელ განცხადებას, ეს ქვეყნის დაქცევისა არეულობის მსურველები აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელები არიან!” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი