ლევან ნიკოლეიშვილი: სუსის განცხადება სერიოზული გაფრთხილებაა იმ ხალხის მიმართ, ვინც უბრალო ადამიანების მსხვერპლის საფასურად ცდილობენ თავიანთი პოლიტიკური ჟინის დაკმაყოფილებას და რევოლუციის მოწყობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 08 მაისი 2024, 11:06

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტთან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, „პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით“.

ექსპერტის თქმით, ის ფაქტი, რომ სუსი ასეთი სახის განცხადებას აკეთებს, ნიშნავს რომ შესაბამისი უწყებები მზად არიან პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.

„სუს-ის აღნიშნული განცხადება, სერიოზული გაფრთხილებაა იმ ხალხის მიმართ, ვინც უბრალო ადამიანების მსხვერპლის საფასურად ცდილობენ თავიანთი ავადმყოფური პოლიტიკური ჟინის დაკმაყოფილებასა და რევოლუციის მოწყობას. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას ვისაც საქართველოს უახლესი ისტორია ახსოვს კარგად იცის-მინიმუმ სამოქალაქო დაპირისპირება! თუმცა ის ფაქტი, რომ სუს-ი ასეთი სახის განცხადებას აკეთებს, ნიშნავს რომ შესაბამისი უწყებები მზად არიან პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად. კანონის აღსრულების „ბადეს“ სრულიად სამართლიანად სავარაუდოდ რამდენიმე რადიკალი პოლიტიკოსი და არასამთავრობოს წარმომადგენელიც მოჰყვება. ამ დროს არათუ აქაური რადიკალების, არამედ მათი უცხოელი პატრონების აღშფოთება-შეშფოთება-ტირილი-გოდება-განცხადებები გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შესახებ არ მიიღება, როცა საკითხი ქვეყნის სტაბილურობასა და სუვერენიტეტს შეეხება.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი