ლევან ნიკოლეიშვილი მეთიუ მილერის განცხადებაზე: როგორც ჩანს, ამ კეთილშობილ ბატონს არ აქვს წაკითხულო FARA-ს კანონი. შეიძლება ზედაპირულად კი ჰქონდეს წაკითხული, მაგრამ დეტალებში ვერ ერკვეოდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 07 მაისი 2024, 18:27

როგორც ჩანს, ამ კეთილშობილ ბატონს არ აქვს წაკითხულო FARA-ს კანონი. შეიძლება ზედაპირულად კი ჰქონდეს წაკითხული, მაგრამ დეტალებში ვერ ერკვეოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ უსუსურ განმარტებას, არაკორექტულს და შეიძლება ითქვას, მიუღებელს, უბრალოდ არ გააკეთებდა, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

ექსპერტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ FARA ეხება მათ, ვინც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმურ საქმიანობას ეწევიან.

„სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ეყრდნობა არა რეალობას, არა ზუსტ ინფორმაციას, რომლის მიღების საშუალებაც რეალურად გააჩნია, არამედ ისეთი სახის ინფორმაციებს, რაც არ უნდა იყოს მიზანშეწონილი, ელემენტარულად, ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული ურთიერთობისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ როგორც ჩანს, ამ კეთილშობილ ბატონს არ აქვს წაკითხულო FARA-ს კანონი. შეიძლება ზედაპირულად კი ჰქონდეს წაკითხული, მაგრამ დეტალებში ვერ ერკვეოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ უსუსურ განმარტებას, არაკორექტულს და შეიძლება ითქვას, მიუღებელს, უბრალოდ არ გააკეთებდა. არც გიული ალასანია და არც კეზერაშვილი არ წარმოადგენენ უცხო სახელმწიფოებს და FARA-ს კანონი გამჭვირვალეობის შესახებ აძლევს საშუალებას არა მარტო ამერიკელებს, არამედ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებსაც, მიიღონ ზუსტი ინფორმაცია ამა, თუ იმ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ექსპერტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი