ოპოზიციასა და არასამთავრობოებს შორის მიმდინარეობს შიდა ბრძოლა - ლევან ნიკოლეიშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 07 მაისი 2024, 18:11

დიდი ალბათობით, "ქართული ოცნება“ კანონს "გამჭვირვალეობის შესახებ“ მესამე მოსმენითაც მიიღებს, თუნდაც საპროტესტო აქციების ფონზე. აქციები ნელ-ნელა დაკარგავს აქტუალობას, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, აქედან ძირითადი ისაა, რომ მომიტინგეები ვერ ახერხებენ იმის დამტკიცებას თუ რა არის ამ კანონში რუსული, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სახელგატეხილი ოპოზიციონერები ცდილობენ, სათავეში ჩაუდგნენ აქციებს, ასევე, მათ უთანხმოება აქვთ არასამთავრობო სექტორთან.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, უცხოეთს მოუწევს შეეგუოს გამჭვირვალობის კანონს და მოუწოდოს, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, არჩევნებისთვის მოემზადონ.

“დიდი ალბათობით , „ქართული ოცნება“ კანონს „გამჭვირვალეობის შესახებ“ მესამე მოსმენითაც მიიღებს, თუნდაც საპროტესტო აქციების ფონზე. აქციები ნელ-ნელა დაკარგავს აქტუალობას, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, აქედან ძირითადი ისაა, რომ მომიტინგეები ვერ ახერხებენ იმის დამტკიცებას თუ რა არის ამ კანონში რუსული, მეორე კი ის გახლავთ, რომ აქციებს დროდადრო ცდილობს სათავეში ჩაუდგნენ ხან ერთი და ხან მეორე გაკოტრებული, სახელგატეხილი და ხელმოცარული ოპოზიციონერი, რომლებიც თვითონ არიან რუსებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილები. გარდა ამისა ოპოზიციასა და არასამთავრობო სპექტრს შორის მიმდინარეობს გამწარებული შიდა ბრძოლა, ერთმხრივ ლიდერობისთვის და მეორე მხრივ ერთმანეთის ჩასაძირად! რაც შეეხება, უცხოეთის მაღალი დონის პოლიტიკურ ელიტას, მიუხედავად მკაცრი კრიტიკული ტონისა, მაინც მოუწევს შეეგუოს გამჭვირვალობის კანონს, გააკეთოს „კონსტრუქციული“ განცხადება, მოუწოდოს ორივე მხარეს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას მოემზადოს არჩევნებისათვის, რომლის საკმაოდ „მკაცრი“ დაკვირვების პირობასაც დადებს. აი, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდება საქართველოს მოქალაქეების, ამომრჩევლების კეთილგონიერება, თუ რას შორის გააკეთებს არჩევანს პრაგმატული, სტაბილური, მშვიდობიან პოლიტიკას თუ ავანტიურისტულ, სხვის ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას შორის, რომელიც აუცილებლად ჩართავს საქართველოს ახალ საომარ მოქმედებებში.” - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი