გიორგი გამსახურდია: დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს. აი, ეს არის სითავხედის ბოლო სახე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ლუსტრაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 07 მაისი 2024, 16:06

დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს. აი, ეს არის სითავხედის ბოლო სახე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ლუსტრაცია, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

„მთელი ჩვენი ოჯახი, საბჭოთა და რუსული იმპერიის დევნის ობიექტი იყო, არ დაუკლიათ მამაჩემზე ციხეები და დევნა-შევიწროება, შემდეგში სამხედრო გადატრიალების გზით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისა და კრემლის იმ პერიოდის მმართველობის პირდაპირი ჩართულობით, იგი დაამხვეს. „ნაცმოძის“ დღევანდელ პოლიტიკურ ლიდერშიფთან ერთად. მერე პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების ჩართულობით მოახდინეს ზვიადის ლიკვიდაცია. მე, მთელი ბავშვობა, ტყე, ომი, გაჭირვება და უბედურება არ დამკლებია რუსული იმპერიის მხრიდან. ადრეული ასაკიდან ვიღებდი აქტიურ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში, რომელიც 90-იან წლებში მიმდინარეობდა ჩეჩნეთში, თავისთავად რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. შემდგომ დავბრუნდი საქართველოში და ქართული სამართალდამცავი ორგანოების რიგებში 26 წელია ვიცავ ქვეყანას და მის ინტერესებს, დეტალებს არ ჩამოვთვლი, ვინც საჭიროა იციან. ახლა დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს. აი, ეს არის სითავხედის ბოლო სახე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ლუსტრაცია!“, - წერს გიორგი გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი