თამთა მეგრელიშვილი: გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ ანტიეროვნული ძალა დგას, რომელიც საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნებას კანონის წაუკითხავი ემოციური ახალგაზრდებით ცდილობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 07 მაისი 2024, 15:54

არასწორია მოსაზრება, რომ გამჭვირვალობის კანონის პროექტის წინააღმდეგ პატრიოტი ახალგაზრდები დგანან! - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, კანონპროექტის წინააღმდეგია მორალურად გაუფასურებული ძალა, რომელიც ცდილობს ემოციური ახალგაზრდები გამოიყენოს.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორია არ არის მთლიანი საქართველო, მათი აქტივობები კი დონორებისათვის საჩვენებელი წინააღმდეგობაა.

„არასწორია მოსაზრება, რომ გამჭვირვალობის კანონის პროექტის წინააღმდეგ პატრიოტი ახალგაზრდები დგანან! რეალობა სულ სხვაა, გამჭვირვალობის კანონის პროექტის წინააღმდეგ ანტიქართული, ანტიეროვნული, მორალურად გაუფასურებული ძალა დგას. ძალა, რომელიც, საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნებას კანონის წაუკითხავი ემოციური ახალგაზრდებით ცდილობს.

კანონის პროექტის მიმართ ალერგიულად განწყობილი ახალგაზრდები არ არიან ქართველი ახალგაზრდების სახე, არც ქუჩაში გამოსული სხვა ასაკობრივი კატეგორიაა საქართველო, ამიტომ მხოლოდ დონორებისათვის საჩვენებელი წინააღმდეგობაა მათ მიერ დაგეგმილი ყოველი აქტივობა (ვითომ რელიგიურიცა და ნამდვილად ანტისახელმწიფოებრივიც) რაც მათთვის სასურველ შედეგს მაინც ვერ დადებს. საქართველო 29 აპრილს იდგა ქუჩაში! იდგა და მშვიდობიანი ფორმით ამბობდა საკუთარ სათქმელს!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი